25 საპრეზიდენტო კანდიდატი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა
პოლიტიკა - 13:22, 23 Sep, 2018     1937

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 25 კანდიდატი, მათგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის წევრია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილით ცესკო-ს სულ 46-მა კანდიდატმა მიმართა.

„საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო, 21 კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი. აქედან, ერთ საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ასევე ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს, მათ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

გთავაზობთ რეგისტრირებული კანდიდატების სიას:

№1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მიხეილ ანთაძე;

№2 – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” - დავით ბაქრაძე;

№4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - ვახტანგ გაბუნია;

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გრიგოლ ვაშაძე;

№10 – „საქართველოს ლეობორისტული პარტია” - შალვა ნათელაშვილი;

№13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - ზვიად მეხატიშვილი;

№17 – პარტია „საქართველო” - გიორგი ლილუაშვილი;

№18 – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” - აკაკი ასათიანი;

№21 – „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა;

№22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - ოთარ მეუნარგია;

№23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირაკლი გორგაძე;

№25 – „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი;

№27 – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო” - ზვიად ბაღდავაძე;

№28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” - მიხეილ სალუაშვილი;

№30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) - ზვიად იაშვილი;

№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - თამარი ცხორაგაული;

№35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - გელა ხუციშვილი;

№36 – „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე;

№40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლევან ჩხეიძე.

№48 - სალომე ზურაბიშვილი;

№49 - ბესარიონ თედიაშვილი;

№51 - გიორგი ანდრიაძე;

№58 - კახაბერ ჭიჭინაძე;

№65 - თეიმურაზ შაშიაშვილი.

ანა მიქელაძემ ასევე განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42