შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრანგეთის პოლიციის დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 11:22, 23 Sep, 2018     1145

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. ფრანგულ მხარეს წარმოადგენდნენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, სტეფან დეპონი და კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის ფინანსური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რუსულენოვანი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნიკოლას გონგორა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ტაქტიკა, რისკები და ანალიტიკური შესაძლებლობები განიხილეს. ვლადიმერ ბორცვაძე სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, შეხვედრა გამართეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ფრანგი სამართალდამცველები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას გაეცნენ და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და კრიმინალურ პოლიციას შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება დაგეგმეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42