ჩხიტუნიძის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გტავაზობთ: "დიპლომატისა და ყოფილი სამართალდამცავის დავით ჩხიტუნიძის სიციცოხლე კვლავ საფრთხეშია, რის გამოც ოჯახი მის საქართველოში ექსტრადაციას ითხოვს.
დავით ჩხიტუნიძე, რომელიც, როგორც ცნობილია, 2013 წლის 13 აგვისტოს, საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთისას გაურკვეველი მოტივით იქნა დაკავებული, 29 აგვისტოს ჩხიტუნიძის ბერძენმა ადვოკატებმა, სასამართლოს მიმართეს თხოვნით ჩხიტუნიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ეს მოთხოვნა საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. როგორც მოგეხსენებათ, დავით ჩხიტუნიძე ყოფილი მაღალჩინოსანია და მას ბრალი წარდგენილი აქვს, სსსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, მსჯავრდებულების საპატიმრო ადგილიდან გაყვანისთვის. როგორც მისი ადვოკატებისთვის გახდა ცნობილი მას შესთავაზეს პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნა, მაგრამ ჩხიტუნიძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და დაჟინებთ მოითხოვა საქართველოში დროულად გადმოყვანა, რათა კანონის შესაბამისად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დავით ჩხიტუნიძე არ იმალებოდა.
ისიც ცნობილია, რომ იგი ადვოკატებთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, აპირებდა, საქართველოში ჩამოსვლას და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას, რის შესახებაც 2013 წლის 13 აგვისტოს მისმა ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან იმედი ჰქონდათ დავით ჩხიტუნიძის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გაირკვეოდა სიმართლე. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩხიტუნიძე საბერძნეთის მხარის მიერ დაკავებული იქნა, როგორც დიპლომატი. იგი არის მაღალჩინოსანი პოლიციელი, 19 წელია მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში. ამდენად, მისი მოთავსება, საბერძნეთის მხრიდან ჩვეულებრივ საკანში იმ წესით, როგორც ის მოათავსეს არის უკანონო.
ვინაიდან, იგი ეწინააღმდეგება 1978 წლის 17 მარტის ექტრადაციის შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მესამე მუხლის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავით ჩხიტუნიძის ოჯახი, რომელიც მუდამ კეთილსინდისიერად მონაწილეობდა ქვეყნის მშენებლობაში და დღესაც, აქტიურად იბრძვის ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ ვაცხადებთ, პოლკოვნიკ დავით ჩხიტუნიძის სიცოცხლე ათენის საექსტრადაციო ციხეში კვლავ სერიოზულ საფრთხეშია. მოგახსენებთ, რომ ერთხელ უკვე განხორციელდა მისი ლიკვიდაციის მცდელობა, რისთვისაც, პრეტენზიები გვაქვს საბერძნეთის ხელისუფლებასთან, და რის გამოც გთხოვთ დაგვეხმაროთ დავით ჩხიტუნიძის დაუყონებლივ ჩამოყვანაში, რომელსაც სახლში ოთხი მცირეწლოვანი შვილი ელოდება (საჭიროების შემთხვევაში, საექტრადაციო ხარჯებს გაიღებს ოჯახი)", - ნათქვამია ჩხიტუნიძის ოჯახის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






