ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდაი სალონე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მასთან დაკავშიებიტ ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა:
„ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, რუსეთმა ეს გამოიყენა ამერიკულ არჩევნებში და ამაზე მიდის გამოძიება. ჩვენ აქ, პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ცრუ ცნობებით დამაპირისპირონ ეკლესიასთან, ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი. ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, ფიქრობენ, რომ რუსეთი იყო და არის ამ ქვეყნის მუდმივი აგრესორი. რუსეთი არის ოკუპანტი, ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას.
კიდევ ერთი ბრალდება, იყო იმის მცდელობაც, რომ კიდევ ერთხელ დამაპირისპირონ იმ ადამიანებთან, ვინც არიან ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები და მომავალს უყურებენ იმედიანად – აფხაზეთთან. ანუ მე რა ვთქვი, აქაც გაგიმეორებთ მაინც, ვთქვი, რომ აფხაზეთი არის სამეგრელოს მეზობელი, ანაკლიასთან მეზობლად არსებული და მინდა რომ აქ, ამ ადგილას, სადაც ეს კულტურა იყო ესოდენ ძლიერი, გავხსნათ იპოდრომი. თურმე ამით გავხდი მოღალატე, თურმე ამით ვაღიარე, არ ვიცი, რა. სასაცილოა, მაგრამ რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ვიღაცები მოდიან და ამ სიტყვებს ათამაშებენ, ავრცელებენ.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






