"ასეთი ზიზღი და სიძულვილის გრძნობა საქართველოს მოქალაქეს არ ქონია"- გრიგოლ ვაშაძე ხელვაჩაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 18:41, 22 Sep, 2018     3145
გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აჭარის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ვაშაძე ხელვაჩაურის მუნიციპაილტეტის სოფლების სალიბაურისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა. გრიგოლ ვაშაძესთან ადგილობრივებმა ის პრობლემები წამოჭრეს, რომელიც სხვა რეგიონების მსგავსად აჭარის მოსახლეობასაც აწუხებს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობასთან იმ გზებზე ისაუბრა, რომლითაც ის ამ პრობლემების მოგვარებას აპირებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით არჩევნების მისი გამარჯვების შემდეგ დაიწყება ადგილებზე დასაქმების პროგრამები, პენსია 400 ლარი, ხოლო მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი გახდება. კრედიტები კი 2012 წელს არსებული დოლარის კურსით დაანგარიშდება. ვაშაძის თქმით, ის იქნება მოქალაქეების და მედიის უფლებების დაცვის გარანტი. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე და მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესის გადანაწილების თემაზეც ისაუბრა:

„შემიძლია ვილაპარაკო იმ გასაჭირზე რაც ამ სოფელშია, მაგრამ ის არ იქნება განხვავებული, რაც მთლიან საქართველოშია. იმ გაბრაზების ფონზეც კი, რისი მოწმეც ჩვენ ივლისიდან ვართ, ასეთი ზიზღი და სიძულვილის გრძნობა საქართველოს მოქალაქეს არ ქონია, მანამდე სანამ არ დაიწყო ეს მრავალსერიანი ტრაგედია, რომელსაც „იბერიის საქმე“ ჰქვია. ხალხი თავს გრძნობს აბსოლუტურად შეურაცხყოფილად, როდესაც ვიღაც კანონიერი ქურდებივით ლექსიკით და მანერებით, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ძარცვავდა საქართველოს მოქალაქეს, სიგარეტის ბიზნესს ინაწილებენ იმისათვის, რომ მერე ეს შავი ფული ქართული ოცნების საარჩევნოდ დასაფინანსებელ „შავ სალაროში“ შეიტანონ.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42