„პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში“- კობახიძე
პოლიტიკა - 14:45, 22 Sep, 2018     957

ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ასეთი არგუმენტი ბევრია.

„იყო დისკუსია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ეს გახდა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის, ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა, პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში. ჩვენ გვქონდა თავიდანვე ამაზე საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი გადმოვა უკვე 1 იანვრიდან თბილისში. არის არაერთი არგუმენტი, მათ შორის, ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში. არის არაერთი არგუმენტი, რომელიც მთლიანობაში მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია, იყოს პარლამენტი დედაქალაქში. იყო ვადებზე საუბარი და საბოლოოდ, ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისის სასახლეს, მისი თქმით, შესაძლოა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება - საუბარია იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გადატანაზე და ასევე, ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციისთვის არის განკუთვნილი ეს შენობა და შესაძლებელია სათანადოდ მისი დატვირთვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიზოგება 2.5 მილიონი ლარი, რაც ორი შენობის შენახვას ზედმეტად სჭირდებოდა.

„დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც იყო ზედმეტი - გამომდინარე ორი შენობის არსებობიდან, ეს იყო, დაახლოებით, ორნახევარი მილიონი, რაც ზედმეტად სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, თუ ფუნქციურად სწორად დაიტვირთება ის შენობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი ხარჯი არ უნდა იყოს გაწეული. მთავარია, შენობა იყოს სწორად დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა ჭიღვარიამ ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს ის იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42