"საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია" - როუზ გოტემოლერი
პოლიტიკა - 21:06, 21 Sep, 2018     809

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია:

„ეს ეხება მომავალ წევრებსაც, ნებისმიერს სხვა საკითხს, რომელზეც ვმუშაობთ და რაც უნდა გადაწყდეს იმ მაგიდასთან, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ანუ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში. ვგულისხმობ კონსულტაციებს წევრ სახელმწიფოებთან. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს გადაწყვეტილებების მიმღებ მაგიდასთან. ისინი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მაგიდასთან მხარს უჭერენ საქართველოს წევრობას ნატო-ში, მაგრამ ამ მაგიდასთან არიან სხვა ქვეყნებიც, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია.

კონსულტაციები ამ ქვეყნებთან, ძალიან მჭიდრო კონტაქტი, მათი დარწმუნება, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდება – ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც შეიძლება თქვენ მოგცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საუბარი ნატო-ს იმ წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც კითხვები აქვთ და, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ.

მე, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, წევრი ქვეყნების შეშფოთებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შესაძლებელია მათთან საუბარი, მათი დარწმუნება. თქვენ გაქვთ არგუმენტები. მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება.

ძალიან მომწონს სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს, განათლების მიღებას, სამედიცინო მომსახურების მიღებას, სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გსურთ პრობლემების გადაჭრა. ვიცი, პროცესი რთულია. თუ თქვენ აკეთებთ ყველაფერს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მეორეს მხრივ, აგრძელებთ რეფორმებს და თან პროგრესია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ დამიჯერეთ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი სკეპტიკოსებისთვის“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42