„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშრებით გავრცელებულ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს ეკონომიკის მინსიტრი გიორგი ქობულია ეხმაურება. მინისტრის თქმით, იგი მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ იცის „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების შესახებ და აღნიშნავს, რომ კომპანიამ დავალიანება უნდა დაფაროს:
„არ ვარ საქმის კურსში მანქანებთან დაკავშირებით, გულახდილად გეუბნებით და იმდენი რამ ხდება ჩემს სფეროშიც და ამ ქვეყანაშიც, რომ არ შეიძლება, რომ მე ყველაფრის საქმის კურსში ვიყო.
თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ უნდა უპასუხოს კანონის დარღვევას კანონის მიხედვით... „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რაც მე წავიკითხე, რაც მე ვიცი, თუ კომპანიას აქვს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ან მე გავიგე, რომ ამ კომპანიას დავალიანება აქვს ბანკების მიმართ, ეს არცერთ კომპანიას არ ეპატიება, ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ბანკების მიმართ ის ვალი, რომელიც აქვთ აღებული,“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დარღვევები დაფიქსირებულია, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:
„რა თქმა უნდა, თუ ასეთი რაღაც მოხდა, დავინტერესდებოდი. მაგრამ მე არ ვიცი, რაზეა საუბარი და მე არ შეიძლება, რომ ყველა საკითხი ვიყავი ალბათ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






