დავით საგანელიძემ ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:17, 21 Sep, 2018     769
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებისა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მათ შორის, ჩეხეთის წამყვანმა ონკოლოგებმა, ჩეხეთის ონკოცენტრის დირექტორისა და ჩეხეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ იან ჟოლოუდეკის ხელმძღვანელობით.

სიმპოზიუმის მთავარი თემა ონკოლოგიის სფეროში მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ღონისძიებები და დაავადებასთან ბრძოლის უახლესი მეთოდები იყო. ღონისძიების მიზანს ქართული ონკოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა და მედიცინის ამ დარგის საერთაშორისო სტანდარტებისკენ სწრაფვა წარმოადგენს. სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სიმპოზიუმი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ გახსნა და მადლობა გადაუხადა დავით საგანელიძეს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.

ქართულ-ჩეხური ონკოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით მიმართა. „საერთაშორისო ქართულ-ჩეხური, ონკოლოგიური სიმპოზიუმი კარგი შესაძლებლობაა, ქართველი და ჩეხი კოლეგების დაახლოების, უახლესი მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ონკოლოგიის მკურნალობის ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. დღეს საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი წილი სწორედ ჯანდაცვის სექტორზე მოდის და მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ სექტორში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის, რისთვისაც საჭიროა სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე, ინტეგრაცია, რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ და საქართველოს ონკოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა გასულ წელს ჩეხეთის მასარუკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. რომლის მიზანიც ურთიერთდახმარების გააძლიერება, ასევე, კიბოს პრევენციისა და მკურნალობის სფეროში ხელშეწყობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42