პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 17:49, 21 Sep, 2018     827

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი მიიღო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურება და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე პირველად შედგა შეხვედრა, ადასტურებს, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს სამიტს ბრიუსელში, იმ ძალიან მტკიცე და საინტერესო ჩანაწერებს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების კომუნიკეში მოხვდა და სადაც ერთი მხრივ აღიარებული და დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

"ეს ორი ერთმანეთთან ბმაში მყოფი ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ სამიტის შემდეგ და ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ გაზრდილია ინტერესი და ამ მიმართულებითაც გაზრდილია თანამშრომლობა ნატო- სა და საქართველოს შორის", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება პროცესს, რომელიც საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42