"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
პოლიტიკა - 17:17, 21 Sep, 2018     7658
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას აკრიტიკებს.


"კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი ჰყავს, ეს არის ლევან დადუნაშვილის ოჯახი, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე, მ განაცხადა.

პირველ რიგში, მინდა, დავიწყო სამძიმრით და არა მხოლოდ ერთ, დავით სარალიძის ოჯახს მივუსამძიმრო, არამედ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია სერგი კაპანაძეს, რამდენჯერაც ახსენებდა ერთ დაზარალებულს. ამ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი და არა მხოლოდ ეს ოჯახი. როდესაც დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, როგორმე მაშინ მაინც უნდა მოვახერხოთ და პოლიტიკური განწყობებისგან გავთავისუფლდეთ...

მინდა, კომისიის საქმიანობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის. მაშინ, როცა პარლამენტში უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, არ იქმნებოდა. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომისიაში უმრავლესობით „ევროპულ საქართველო“ იყო, აჩვენა, რომ ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი და ჩართული ვიყავი, სამწუხარო იყო, მენახა, რამდენად პოლიტიზებული იყო სრულად პროცესი“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი არ არის მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა

„უნდა დადგენილიყო ობიექტური გარემოებები და ის, თანამდებობის პირმა ან ორგანოებმა ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, ვინც არ უნდა იყოს მ.კ., რომლის არც პრეზუმფცია გახსოვთ და არც ის, რომ რამე უფლება აქვს ამ ქვეყანაში, გამოუტანოთ მსჯავრი. ასევე, როდესაც ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემისა ამ ინსტიტუტის მიმართ, ვფიქრობ, ეს არის დიდი შეცდომა“, - განაცხადა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42