რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ნატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ "ომეგა ჯგუფზე" განხორციელებული ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილის დგას
პოლიტიკა - 15:34, 21 Sep, 2018     1290
რეკეტი სახელმწიფოს სახელით და "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმის გაგრძელება - პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება, სადაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.


ნატო ჩხეიძეს არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ ჩატარდება და კანონის შესაბამისად, დაკითხავენ აუდიოჩანაწერის ერთერთ ფიგურანტს, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს.

„მე ვფიქრობ, რომ როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან, როგორც უკვე ვნახეთ, რომ ასე მოხდა,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფს“ მიზანმიმარათულად შეუქმნეს პრობლემები და სასამართლოშიც კი აქვთ გასაჩივრებული ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება იმას, რომ მოთხოვნები იყო და მე ეს ყველაფერი ვიცოდი, ცხადია, ვიცოდი, მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ის პრობლემები „ომეგა ჯგუფში“. სწორედ ამიტომ იყო რომ არ იხილავდნენ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ ვალდებულებებს, იმ კანონს ისინი არ ასრულებდნენ და არამცთუ არ ასრულებდნენ, აქამდე არ შეუსრულებიათ და სასამართლოსაც მიაკითხა „ომეგა ჯგუფმა“ რომ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულოს კანონი და ჯერჯერობით სასამართლოდანაც გამოხმაურება არ არის,“ - განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ განვითარებული პროცესების უკან, ბიძინა ივანიშვილის დგას.

„იცით საინტერესო რა არის, რომ ეს ჩვენი მთავრობის წევრები კონტრიბუციასაცითხოვდნენ კანონის შესრულებაში და ტელევიზიის არ არსებობასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში. დიდი სქემები ყოველთვის იმართება ზევიდან, ვერტიკალიდან და ვერტიკალის თავიდან, ეს ასეა, დიდი სქემები იქიდან იმართება და პატარა სქემები პატარა რგოლებიდან,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42