პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ თუ ახლობელი ჰყავს ახალგაზრდას სისტემაში, შეუძლია „გამოძვრეს“. გიგა ბოკერია ხელისუფლებას, საგამოძიებო უწყებებს- პროკურატურას, შსს-ს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დამნაშავის დასაკავებლად.
"გინდათ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ? არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ ისჯება ის, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირ წახალისება, რომ ხელში აიღოს ვენდეტა დაღუპულის ახლობლებმა? არ იცით, რომ ეგრეა? სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ , ვიდრე მე და სხვები? როცა ასე იყო ყველაფერი?...
იმ ერთ დასკვნაში, რომელიც კომისიას აქვს, დადგინდა ახალი ფაქტები, დადგინდა კონკრეტულ ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე .
მასალის გამოყენების პირობები






