თსუ-ში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 15:03, 21 Sep, 2018     767

ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსულ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების გზებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნისა და სტუდენტების შეხვედრის დროს გაჟღერდა, იყო ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ძალიან ღია და საინტერესო დიალოგი შედგა. საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ის ატარებს განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სტუდენტებს საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები ჰქონდათ და, ვფიქრობ, ძალიან კარგი პასუხები მივიღეთ.“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა როუზ გიოტმიოლერმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციისთვის განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობას: „ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ცდილობს აქტიურად გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გასაწევრიანებლად. თქვენს ქვეყანას აქვს პროგრესი რეფორმების კუთხით, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით, რაც ნატო-ში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტებია.“ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. აგრეთვე, დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას.

აღნიშნული ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.

ივლისში გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც პირველად ისტორიაში საქართველოს საკითხზე გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე, ახლა უკვე გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ცხადყოფს ნატო-საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42