„ჩემი შეფასება ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით არის იგივე, მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის... მოსაწყენია უკვე ამ კომენტარის გაცემა. გითხარით, ყველა კითხვასთან დაკავშირებით იქნება გამოძიება ამ შემთხვევაში გასცემს პასუხს. რაც შეეხება, ბატონი ბიძინას ხსენებას, ქუმსიშვილის ხსენებას, ხადურის და ა.შ. ჯერჯერობით, ჩვენ ვისმენთ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის საუბარს მესამე პირში, მეათე პირში. მე პირადად არანაირი ეჭვები არ მაქვს, თუ ჩემი პოზიციას კითხულობთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღეს „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.
ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.
ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






