საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა
მსოფლიო - 14:40, 21 Sep, 2018     2618

საფრანგეთის სასამართლომ ფრანგი ნაციონალისტების ლიდერს მარინ ლე პენს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ტვიტერზე 2015 წელს ლე პენის მიერ გამოქვეყნებული კადრების გამო მიიღო, რომელშიც ISIS-ის ტერორისტების მიერ ადამიანების სიკვდილით დასჯა იყო ასახული.

გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოს სურს რომ ექსპერტიზამ დაადგინოს, აქვს თუ არა პოლიტიკოსს რაიმე ფსიქიკური დაავადება და თუ კი, მაშინ შეეძლო თუ არა ამ დაავადებას გავლენა მოეხდინა ტვიტის გამოქვეყნების დროს მისი ქმედების გაცნობიერებაზე.

ექსპერტიზამ ასევე უნდა დაადგინოს, შეიცავს თუ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა საზოგადოებისთვის საფრთხეს.

ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგნურობას უწიდებს.

„ეს რეჟიმი ნამდვილად დაშინებას იწყებს“- დაწერა მან ტვიტერზე.

‘მე ვფიქრობდი, რომ მაქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ არა! ISIS- მიერ ჩადენილი საშინელებების დაგმობისთვის მე მინიშნავენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. რამდენად შორს წავლენ?!“- დაწერა ლე პენმა.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ექსპერტიზის გავლას არ აპირებს:

„მინდა ვნახო, როგორ მაიძულებს ამას მოსამართლე“- აღნიშნა ლე პენმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2015 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში გავრცელებულ 3 ვიდეოს, რომელიც ლე პენმა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა. პირველზე ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯა, მეორეში ჩანს როგორ უვლის ტანკი ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმულ ადამიანს, მესამეში კი ასახულია იორდანიელი მფრინავის მუარ ალ კასაბეჰის ცოცხლად დაწვა.

ლე პენს ბრალი ედება ძალადობის შემცველი კადრების გავრცელებაში, რომელიც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვნებისთვის. ფრანგული კანონების მიხედვით, ასეთი კადრების გავრცელების გამო შესაძლოა ადამიანს 3 წლიანი პატიმრობა ან 75 ათასი ევროს ჯარიმა დაეკისროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42