ნინოშვილის მონაკვეთზე გადაკეტილი გზისა და შეწყვეტილი მოძრაობის გამო, პოლიციამ აქციაზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
იქ მისულ ლანჩხუთის ვიცე მერსა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა: "კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ხართ ჩართულები. რამდენი ხანია არავინ ყურადღებას არ აქცევს ჩვენს მოთხოვნებს. სახლები თავზე გვეშლება, გზა ნახევრად დაშლილია და მოდიხართ აქ და ცარიელი სიტყვებით გველაპარაკებით. რისი გამკეთებლები ხართ? ხალხის ასე აბუცად აგდებას როგორ ბედავთ? დროულად მოაგვარეთ ეს პრობლემები, თორემ ჩვენ არ დავიშლებით და არც გზას გავხსნით. აღარავის არარ სჯერა თქვენი უაზრო დაპირებების. მოხრეშვა არ შველის ამ გზას და ასე ზედაპირული მიდგომა. დაგვენგრევა ეს სახლები თავზე და სად წავიდეთ მერე? სად ვიცხოვროთ"?-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.
ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის ნინოშვილის მონაკვეთზე აქცია თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. მძღოლები გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. უმრავლესობა შემოვლითი გზის სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები






