თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:26, 21 Sep, 2018     2131

თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართა. ღონისძიება უკრაინული ორგანიზაცია „მეტალ-ექსპერტის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში მსოფლიო ფეროშენადნობთა ბაზრის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის - უკრაინიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ხოლო თბილისში ღონისძიებას ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის მწარმოებელმა კომპანიებმა უმასპინძლეს.

კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. ის ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუკაზე პოზიციის გამყარების შესაძლებლობას მისცემს, ასევე ხელს შეუწყობს დარგის გაძლიერებას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, მარინა მაჭარაშვილმა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ცნობილი ფაქტია, რომ ფეროშენადნობებს და კონცენტრატებს ძალიან დიდი ადგილი უკავია საქართველოს საექსპორტო კალათაში. 2017 წელს ადგილობრივი წარმოების ამ დარგმა 309 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რამაც მთლიანი ექსპორტის 12 % შეადგინა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და არსებულის შენარჩუნება. იმის მიუხედავად, რომ საექსპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია და ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს 39 ქვეყანაში გაგვაქვს, მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ბაზრების მოძიებას. შესაბამისად, იმედი გვაქვს,რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებზე შესვლას და იქ დამკვიდრებას“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, ანალიტიკოსთა სესია, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ინდივიდუალური მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება და მას უკვე რეგულარული ხასიათი მიეცა. ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს კონკრეტული კონტრაგენტების და ახალი პარტნიორების მოძიებას, რაც, ლომინაძის შეფასებით, რეალიზაციის ბაზრების დივერსიფიცირების წინაპირობა გახდება.

„ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონფერენციას წელსაც საქართველო მასპინძლობს და ეს დარგის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოში წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, დარგს საშუალება მიეცა, მოახდინოს ექსპორტის დივერსიფიცირება, რასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ წარმატებულად ახორციელებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპორტიორებს შორის, ყველაზე უკეთ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება სწორედ ჩვენმა კომპანიამ შეძლო. მისასალმებელია, რომ დღეისათვის საერთაშორისო მწარმოებელთა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ თვალსაჩინოა“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

კონფერენციის პლატინის სპონსორი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ იყო. ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორ-თბილისმა“ უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42