პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:22, 21 Sep, 2018     807

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს მშვიდობისა და საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პირადად გადასცა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დიდი ბედნიერებაა, როდესაც უნარითა და ნიჭით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს არ ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო და მასზე ზრუნვა ჩვენი ერის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად.

,,ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ. დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი მიუღია დღემდე.

"ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ კი რამე გამიკეთებია თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემს ცხოვრებაში.

უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დახმარებებისთვის, მხარში დგომისთვის, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმოუჩინეთ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან.

განსაკუთრებით ბავშვებისა და ფონდ "ლირას" გვერდით დგომისთვის, ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერისათვის. პირველივე დღიდან, როდესაც მე თქვენ აგიხსენით ამ ფესტივალის იდეა.

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ხელოვნების და მუსიკის სფეროში.

,,წელს ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ჩოხატაურში ახალგაზრდა პიანისტებისთვის მის მიერ მოწყობილ კონცერტზე, სადაც ჩვენ ვიხილეთ ლიეტუველი, ქართველი და საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა მშობლების სახეებზე დიდი ბედნიერება დავინახე, ვინაიდან ეს ამ ბავშვებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.

საფრანგეთმა, თავის მხრივ, ელისო ბოლქვაძე უკვე 2015 წელს დააჯილდოვა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჯილდოთი, რომელიც მას საქართველში გადაეცა და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიზიარებ სიხარულს იმისა, რაც გახლავთ საქართველოს მიერ მისთვის ჯილდოს გადაცემა", - განაცხადა ელჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42