ინფორმაცია "ნიუპოსტს" ბრალდებული მწყემსის ადვოკატმა დაუდასტურა. ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, რომ ბრადებულის დაკითხვა შემთხვევის ადგილზე, დაცვვის მხარემ მოითხოვა.
მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ავტორმა ოპერატორსუთხრა, რომ სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
სამართალდამცველებმა თავდაპირველად სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავა, რომელმაც შს სამინისტროს ცნობით, აღიარა ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავად აჩვენა, 4 წლის მოზარდის ცხედარი პოლიციელებს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბექაურმა მასშემდეგ მოკლა, რაც პატარამ მამის სასტიკიმკვლალობა ნახა.
სასამართლოზე ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ სმიტები უცხო მამაკაცებმა მოკლეს. დაკავებლს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






