„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - ენმ-ს ინიციატივა
პოლიტიკა - 13:31, 21 Sep, 2018     568

საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრმა სალომე სამადაშვილმა წარმოადგინა საკანონდებლო ცვლილებები კანონში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’.

"ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკა სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის უმუშევრობა რჩება მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მიგრაციის პოლიტიკაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს დასაქმდნენ საკუთარ ქვეყანაში.

ამ მიზნით ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' წარმოადგენს საკანონდებლო ცვლილებებს კანონში ''უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ''.

საკანონმდებლო ცვლილებები:

1. გაამკაცრებს შრომითი ბინადრობის მიღების უფლებას: საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს უცხოელი მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა. უცხოელი მოქალაქისთვის შრომითი ბინადრობის მოთხოვნასთან ერთად დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დასაბუთება, რომ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მისაღებად ვერ მოიძებნება საჭირო კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე.

2. მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. საინვეტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400,000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში სამწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას, ან თუ ინესტორი განახორციელებს არანაკლებ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას და დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.

3. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად აუცილებელი გახდება სახემწიფო ენის ელემენტარული ცოდნა, აგრეთვე საქართველოში განხორცილებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში.

4. მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი უქმდება'' - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42