ხვალ ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
პოლიტიკა - 13:14, 21 Sep, 2018     1091

„დღე მანქანის გარეშე“ - საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონის გამო, 22 სექტემბერს, 10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

შესაბამისად, ბაგებიდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე საბურთალოს გავლით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს და გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ, ბარათაშვილის ქუჩაზე აუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ანალოგიურად, დიდი დიღმიდან და საბურთალოდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.

ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უეთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42