„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ენმ-ის წინააღმდეგ შავ პიარს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ეწევა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სწორედ სამხარაძე ავალებს მერებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო კამპანია აწარმოონ.
ბოტკოველის განცხადებით, ეს კანონდარღვევაა:
„ამის ავტორი არის ერთი პიროვნება საქართველოს პარლამენტის წევრი ვინმე სამხარაძე, რომელიც არის მათი რეგიონალური სამსახურის უფროსი ის დაწერს ასეთ სიბინძურეს, დანარჩენი მერები და გამგებლები, არამარტო კახეთში, იწყებენ ამის გაზიარებას.
ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია პასუხი მოსთხოვოს ყოველ ასეთ საქციელზე ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონის დარღვევა რომელზეც პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პიროვნებებმა.
ჯერ მოდის დავალება ივანიშვილისგან, მერე მიდის სამხარაძესთან და სამხარაძე ავრცელებს. ამ ყველაფერს იღებენ მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ვრცელდება შემდეგ დაბლა სამსახურებში. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, არ გიშველით ეს სიბინძურე“-ამბობს გიორგი ბოტკოველი.
მასალის გამოყენების პირობები






