ოპოზიცია პარლამენტის თბილისში გადმოტანას მწვავედ აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:35, 21 Sep, 2018     826
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს. შესაბამისი ცვლილება რეგლამენტში შედის. რაც შეეხება ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობას ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

ფაქტს ოპოზიციის მწყავე კრიტიკა მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები დამატებით ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ.

„ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ჯერ კიდევ 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვერანაირი დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ქუთაისში როგორ ცხოვრობს ხალხი თქვენ თვითონ ჩამოდიხართ და ხედავთ, ვერანაირი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ უკვე ორ კვირაში ერთხელაც კი, როდესაც დღეს ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის პარლამენტი ქუთაისში, შესაბამის ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც არის დაკავშირებული ამ პარლამენტის საქმიანობასთან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი კი აღნიშნავს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.

„ეს ნიშნავს, რომ ქუთაისს, გარდა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება, აქ ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრები აღარ ჩამოვლენ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის აპარატის ასეულობით თანამშრომელი აღარ ჩამოვა, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების და შემოსავლის მოკლება ქუთაისელებისთვის და არანაირად საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42