„3 მანქანა გადმომიფორმე... მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ“ - ლევან ყიფიანი „ომეგას“ ქუმსიშვილ-ხადურისთვის მანქანებს და ფულს სთხოვს - ახალი ფარული ჩანაწერი (ვიდეო)
პოლიტიკა - 12:05, 21 Sep, 2018     17845

რეკეტი სახელმწიფოს სახელით და "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე - "კურიერმა" ახალი ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს:

„ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ?

ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის

ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმე, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია?

ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს?

ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ?

ყიფიანი: - არა,

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად?

ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი

ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა

ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე".

მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების იძულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა დაადასტურა.

ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია და ის ფლობს თბილისში, BMW-ს, Bentley-ის, Maserati-ის და Opel-ის ავტოსალონებს.

წყარო: რუსთავი 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42