დელეგაციამ, რომელსაც ანდრეი ჰუნკო ხელმძღვანელობდა მიიჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ზოგადი გარემო დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაფერისია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემების გამოსწორების აუცილებლობა.
თბილისში მყოფი დელეგაცია ინფორმირებული იქნა იმის შესახებ, რომ საქართვლოში მედია ლანდშაფტი პოლარიზებულია და ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და კანდიდატებზე პირადი შეტევები, გარკვეული მედია საშუალებებიდან და სოციალური მედიიდან. დელეგაციის წევრები იმედს გამოთქვამენ რომ მსგავსი თავდასხმები დასრულდება და მოუწოდებენ ყველა მედიას, ყურადღება გაამახვილონ კანდიდატების პოლიტიკურ პროგრამებზე და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების რაოდებობა დიდია, მოხდეს მათი დაბალანსებული წარმოჩენა.
დელეგაცია მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კარგად მოემზადა არჩევნებისთვის, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის მხრიდან წამოსული კრიტიკა ქვედა დონის საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით , უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან ეს აჩენს ეჭვს ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ინტერესების არსებობასთან დაკავშირებით. ამასთან დელეგაცია მიესალმება სამოქალაქო სექტორის აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდში.
დელეგაცია იმედს გამოთქვამს, რომ არ იქნება ადმინისტრაციული რესურსებით ბოროტად სარგებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასევე დელეგაცია ხაზს უსვამს ყველა კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას.
მასალის გამოყენების პირობები






