"თავს მისცეს უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყვნენ, ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე
პოლიტიკა - 19:32, 20 Sep, 2018     761
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ უწყებათაშორისო კომისიის მუშაობისთვის ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და სწორედ ეს გახდა მათი ბოიკოტის მიზეზი.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს, რომელიც, რამდენადაც მედიიდან არის ჩვენთვის, ყველასთვის, ცნობილი, გამოძიება დაიწყო. ამიტომ მე მინდა, პროკურატურის წარმომადგენელს ვთხოვო მოგვიანებით ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია, რაც შეუძლია, დღესვე გაგვიზიაროს. ეს ის ინფორმაციაა, რომელზეც, ალბათ, მთავარი მოპასუხეები და მომხსენებლები სწორედ ის პარტიები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა კანდიდატების სიებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მათ მხარდამჭერთა სიები, სავარაუდოდ, გააყალბეს, მაგრამ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ სხდომაზე. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პასუხიც არ აქვთ იმაზე, თუ რა მოხდა; იმიტომ, რომ ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება არაერთი დამკვირვებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაშინ, როცა, დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გაყალბებული ხელმოწერა. ამისი ახსნა-განმარტება, ალბათ, დღეს შესაბამისი პარტიის წარმომადგენლისგან უნდა მოგვესმინა, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყო, და ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ. თუმცა, გამოძიება დაწყებულია, ამაზე მოვისმენთ პროკურატურის ინფორმაციას" - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42