"ბარიგა ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი"- სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:48, 20 Sep, 2018     1178
ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივას, იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანას კულტივაციის აკრძალვა კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართვლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდომიმართვით ეხმაურება:


„დასუსტებული და დამფრთხალი ივანიშვილი, და მისი უსახური მთავრობა მორიგ აფიორას უმზადებს ქართველ ერს.

იგრძნეს რა რომ ქართველი ერი და ბერი კატეგორიულად არ დაუშვებს საქართველოს ივანიშვილის ნარკო-კარტელად გადაქცევას, იგრძნეს რა ჩვენი ხალხის ძალა, მათ უკან დაიხიეს.

მაგრამ ეს არის ტაქტიკური უკან დახევა, მათი სტრატეგიული მიზანი იგივეა. ივანიშვილის გეგმა, რომ ნარკორეალიზაციით იშოვნოს ახალი მილიარდები არ შეცვლილა.

ამიტომ ახლა ურცხვად მოგვიწოდებენ, მისი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის პირით, რომ "შევწყვიტოთ ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია" და საერთოდ ხმა გავიკმინდოთ.

და ნაცვლად იმისა რომ ბოდში მოიხადონ ამ მავნებლური მზაკვრობისთვის, გვეუბნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ ვითომ საზოგადოებრივი დისკუსიის და რღაც ფიქტიური კომისიების მუშაობის ფარგლებში.

ეს არის მორიგი ბლეფი - ისევე როგორც ბლეფი იყო მათი ვითომ კონსტიტუციის საჯარო განხილვები. ახლა უბრალოდ უნდათ არჩევნებამდე დროის მოგება, და ივანიშვილის მახრჩობლური ტაქტიკით მისი გეგმის მაინც ბოლომდე მიყვანას აპირებენ. იქ სადაც მას ელოდება მილიარდები, ივანიშვილი არ გაჩერდება, მერე რა რომ მიზნის მისაღწევად მან სულში უნდა აფურთხოს ქართველ ერს და მერე რა, რომ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ახალგაზრდა თაობის და მთავარი ეროვნული პოტენციალის სრული დეგრადაცია. ერთი წამით არ მოტყუვდეთ! ისინი ამ კანონის სულ მალე უკან შემოგდებას აპირებენ, ოღონდ ამჯერად რაღაც მოგონილი საზოგადოებრივი კონსენსუსის ფიქციის გათამაშებით.

ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ ამ დამღუპველი კანონის თაღლითურად უკან შემოცურების საშუალება! ამიტომ, ჩვენ ამ ბოროტებას - საქართველოს ნარკო-კარტელად ქცევას - უნდა შევუქმნათ კონსტიტუციური, გადაულახავი ბარიერი. რათა ვერც ივანიშვილმა, ვერც ბერამ და ვერც ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ აქციოს ჩვენი ქვეყანა ნარკო-მილიარდების შოვნის წყაროდ.

ამიტომ დღეს, სრულიად სამართლიანი და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა, რომ სასწრაფო წესით დავიწყოთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა მოხდეს საკონსტოტუციო ცვლილების ინიცირება.

მე დავუყოვნებლივ ვუერთდები ამ ინიციატივას და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ სიმბოლური ხელმოწერით. სიმბოლურით, რადან იცით, რომ ჩამორთმეული მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი სიმბოლური ხელმოწერა გადაიქცევა ათობით და ასობით ათასი ჩემი მომხრის, ქართველი პატრიოტის რეალურ ხელმოწერად ჩვენი ერის გადასარჩენად და ივანიშვილის მორიგი დამღუპველი თაღლითობის შესაჩერებლად.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42