კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, აღნიშნულთან დაკავშრებით განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
„ის დრო, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა აიღო და შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპოექტში ცუდი არაფერია და რისკების შემცველი არ არის. პირიქით, რეგლამენტირება და ჩარჩოებში მოქცევა ხდება იმ საკითხების, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ქაოტური მდგომარეობა. ვფიქრობ, რაც მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულისა და ზოგადად, ნაკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ პარლამენტი მიღებს გადაწყვეტიელბას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია, შსს მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ განსხვავებული გადაწყვეტელება იქნება მიღებული, ბუნებრივია, სხვა გზა არ დაგვრჩება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






