კანონპროექტის მიზანია მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დაცვა.
კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დაისჯება მარიხუანას მოხმარებაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა მიერ, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთათვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.
კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარების გამო პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამოერთმევათ და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები ასევე, კანონით იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






