ინფორმაციას რეგიონული მედიასაშუალება "ტოპნიუსი" ავრცელებს. როგორც წყარო მრევლის წარმომადგენელ მიხეილ შველიძეზე დაყრდნობით იტყობინება, მოსახლეობის პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მეუფემ, აღსარების გათქმაში ბრალდებული ერთ-ერთი სასულიერო პირის მეშვეობით გააკეთა განცხადება, რომ ის მრევლის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში გამართლდა. „სინოდს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. მეუფის უდანაშაულობაზე. განცხადება იმ სასულიერო პირმა გააკეთა, რომელსაც ჯვარი აქვს ახსნილი, რადგან მუშტი-კრივშია შემჩნეული.
ასევე, ქუჩა-ქუჩა დადიოდა და აღსარებებს გათქვამდა. ეს მოძღვარი კირიონ მუშკუდიანია. მრევლმა თვითონ გადაწყვიტა მისი სახელის გაჟღერება. ახლა სხვა სოფლებიდანაც მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ იქაც სურთ ტაძრების აჭედვა, რათა მეუფე მათთან არ მივიდეს. სიტუაცია ძალიან დაიძაბა,“ - ამბობს მიხეილ შველიძე. შველიძის თქმით, მას გააჩნია ვიდეო მასალა, სადაც სჩანს, მეუფის დავალებით როგორ სცემენ მის მეგობარს, რომელიც მეუფე ვახტანგის მიერ ერთი მილიონი ლარის გაფლანგვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას აგვროვებდა. „ჯერჯერობით ამ მასალის გამოქვეყნებისაგან თავს ვიკავებთ,“ - ამბობს მიხეილ შველიძე.
ცნობისთვის, მეუფე ვახტანგს მრევლი მრუშობასა და წმინდანთა გმობაში ადანაშაულებს. მას ერთხელ ეპარქიის კარი აუჭედეს, ხოლო ზესტაფონში აღსარების გათქმის შანტაჟში შემჩნეულ სასულიერო პირებს ჯვრები აყარეს.
მასალის გამოყენების პირობები






