უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კენჭისყრით უნდა დაიწყოს. დეპუტატებმა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ. რეკომენდაციებში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე:
„დადგინდა ის პირი ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ეს პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. საუბარია მ.კ.-ზე . ასევე, დადგინდა კონკრეტული პირების პროკურატურის და საგამოძიებო სისტემაში, რომლებიც ხელს აფარებდნენ და მათ ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. ჯერი ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურასა და შსს-ზე, რომ დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აგრეთვე შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისკენ. დასკვნაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურორ ფხაკაძის, გამომძიებელ ფიფიას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის ქმედებებში. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამოძიებას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






