შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ:
„წინასწარ მზადდება ყველაფერი არჩევნების გაყალბებისთვის და იმისთვის, რომ ოპოზიციას გამარჯვება წაართვან, საოლქო კომისიები გატენილია ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატებით, რომლებიც ან მეუღლეები, ან ბიძაშვილები, ან მამიდაშვილები არიან მოქმედი „ქართული ოცნების“ სახეების და ლიდერების, იმაზე, რა დღეში არის ბიზნესი საქართველოში, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ აყვავება დაიწყო და თავისუფალი სუნთქვის პერიოდი მოვიდა, როდესაც ჩვენს თვალწინ, ფირზე კანონიერი ქურდებივით, ვიღაც გაუგებარი ხალხი სიგარეტის ბაზარს იყოფს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დააფინანსოს, იმაზე, რა დღეში არის თავისუფალი მედია, როდესაც ერთი-ორიცალი დარჩა საქართველოში სულ ის მედიასაშუალება, სადაც თავისუფალ სიტყვას მართლა გაიგონებ დ ახლა „იბერიას“ ეპოტინებიან, რომ თავიანთ კარტელს მიუერთონ, ვისაუბრეთ პოლიტპატიმრებზე, ეკონომიკურ სიტუაციაზე და განდევნილ მესამე პრეზიდენტზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






