ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს
პოლიტიკა - 12:37, 20 Sep, 2018     716
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი პროექტი „კალკანის“ სამუშაო ჯგუფის და ოპერაცია „კორალის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრებში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს პროექტი „კალკანის“ წევრი ქვეყნების 28 დელეგატი: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ოპერაცია „კორალის“ 53 მონაწილე. შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წევრები.

პროექტი „კალკანი“ 2002 წელს ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო მეტი ტერორისტის საერთაშორისო დონეზე ძებნა და დაპატიმრება.

ოპერაცია „კორალი“ კი ცენტრალური აზიიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან ინტერპოლის მიერ შერჩეულ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთა შორის საქართველოც არის. ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მიზანია ცენტრალურ აზიაში მოქმედი უცხოელი მებრძოლი-ტერორისტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

თბილისში მიმდინარე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრების მიზანია აღნიშნული ინფორმაციის პერიოდულად განახლების მექანიზმების განხილვა, ტერორისტთა გადაადგილების ახალ ტალღასა და მათი ადგილსამყოფელის არეალის შეზღუდვის აუცილებლობაზე მსჯელობა.

პროექტ „კალკანის“ ფარგლებში, საერთაშორისო შეხვედრები თბილისში 18-19 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ოპერაცია „კორალის“ მონაწილეთა შეხვედრები 20-21 სექტემბერს იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42