„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე აყენებდა საკითხს, რომ წარმოუდგენელია ფორმატი ასე გაგრძელდეს. როდესაც წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდ. ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ბუნებრივია ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში, ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე წარმოუდგენელია რამე თანამშრომლობასა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა და ველოდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი კომისიაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას ამ ფორმატში მიზანშეუწონლად მივიჩნევთ -“ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






