საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ გავრცელებული საგანგებო განცხადებით, სასულიერო პირებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. აღნიშნულს დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა, იგი უწმინდესის განცხადების შინაარსს იზიარებს:
„ჩვენი პატრიარქი ყოველთვის, მე რაც ჩართული ვარ, როგორც მოქალაქე ვინც ტელევიზიით ადევნებდა თვალს მოზარდობიდან დაწყებული პროცესებს ამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანი - ყოველთვის ჩვენი პატრიარქი ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური და არ შეიძლება ეკლესია მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს და ის ყოველთვის იცავდა ამ წესს.
ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში როგორიც არის საქართველო,“-აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






