დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე, ჩართული იყო არაერთ ორმხრივ წვრთნაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ გასული წლის მაისში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ორმხრივად გაზიარების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.
ანგარიშში ნახსენებია 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ასევე პანკისში ჩატარებული ოპერაცია.
მასალის გამოყენების პირობები






