„კორუფცია უკვე პარლამენტში შემოვიდა“ - ენმ მარიამ ჯაშს ბრალს უყენებს
პოლიტიკა - 10:26, 20 Sep, 2018     2538
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს.

"კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შემოვიდა, სადაც პარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა იცავდნენ. დღეს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად შესულია კანონპროექტი, რომელსაც ლობირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები კერძო ბიზნესში, რომელიც განათლებას შეეხება. აგვიხსნან, რატომ გადაწყდა საქართველოში საგანმანთლებლო ინსტიტუტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მათი კერძო ინტერესების ლობირების ხარჯზე. ამით საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ განათლების ხარისხს, საფრთხე შეექმნა ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აქვს აღებული - საქართველო სავარაუდოდ, ევროპულ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება მაშინ, როცა სახელმწიფო ასე აშკარად და უხეშად ერევა განათლების სფეროში, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" განათლების მინისტრი პარლამენტში დაიბარა, კერძოდ ფრაქცია განათლების მინისტრს სთხოვს სხდომაზე დაუსაბუთოს თუ რა მოტივით ხდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათის, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018/2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ავტორიზაციის ვადის 2020 წლამდე გადავადება და წარუდგინოს აღნიშნული უნივერსიტეტების სია.

მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მომდევნო კვირის ბოლომდე ელიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42