ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა - სახელისუფლო რეკეტის დოკუმენტური დადასტურება
პოლიტიკა - 08:18, 20 Sep, 2018     1220
დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რეკეტს ადასტურებს. „კურიერმა“ მოიპოვა წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების ის სქემა, რომელზეც უკვე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშია საუბარი.

ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩა - დოკუმენტი ამ სათაურით, „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერის მეილზე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატისგან, ლაშა კალანდაძისგანგაიგზავნა. ეს არის წესდება, სადაც ცნობილი შეხვედრის დროს, დაფაზე დაწერილი რეკეტის სქემამ, კონკრეტული დოკუმენტის სახე მიიღო. წესდებაში დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა გადანაწილებულიყო წილები, „ომეგა ჯგუფს“, „თბილისის თამბაქოსა“ და ე.წ. ფონდს შორის, როგორც ირაკლი ჩუბინიშვილი სკანდალურ ჩანაწერში, პარტია „ქართულ ოცნებას“ მოიხსენიებდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი „ომეგა ჯგუფის“ წილები ზუსტად იმ სქემით ნაწილდება, როგორც ეს ირაკლი ჩუბინიშვილმა და ვანო ჩხარტიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის სახელით დაფაზე დაწერეს. 100%-დან წილის ნახევარი, 50% ე.წ. ფონდში, ანუ მმართველი პარტიაში ფინანსური დირექტორის პოსტზე დანიშნული პარტიის წარმომადგენლის გავლით ჩაირიცხებოდა, 25%-ით წილში „თბილისის თამბაქო“ - კომერციული დირექტორის სახით და დისტრიბუციის სრული მონოპოლიით შედიოდა, „ომეგა ჯგუფს“ კი მხოლოდ 25% და გენერალური დირექტორის პოსტი რჩებოდა, გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე.

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე, ბოლო დღეებში უკვე არაერთი სკანდალური ჩანაწერი გამოქვეყნდა. ყველაზე ხმაურიანი, მათ შორის, ბოლო მასალაა, სადაც ტელევიზიის და ბიზნესის დათმობას ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელით სთხოვდნენ.

პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ჩანაწერის საქმეს სწავლობს, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს. ბიძინა ივანიშვილის კავშირებით კი გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

თავისუფალი მედიის და ბიზნესის დატერორების საქმე, უკვე რამდენიმე კვირაა განხილვის მთავარ თემად იქცა, რასაც პროტესტი მოჰყვეა როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან, ასევე არასამათავრობო სექტორში. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, რომელმაც გუშინ პატროტთა ალიანსის ფრაქცია დატოვა, ღიად განაცხადა, რომ იმ კომპანიიც წინააღმდეგ წარმოებული სახელისუფლო ტერორის შესახებ მას საპროტესტო განცხადებები არ მოუსმენია იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის წევრიც თავად იყო. სწორედ ამ მიზეზით ნატო ჩხეიძემ ირმა ინაშვილის გუნდი დატოვა.


წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42