„შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით.“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
14 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გასამართი 89-ე შეხვედრის ჩაშლას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა განცხადებით ეხმაურა. ზახაროვას თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ქართული მხრის მიერ დღი წესრიგის შეცვლა და სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება გახდა. ზახაროვა ქართულ მხარეს IPRM-ის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თბილისის მიერ აღებული კურსი, ამ ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს:
მასალის გამოყენების პირობები






