"გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერზე ჯგუფურ თავდასხმაში დაადანაშაულა.
ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის აგრესია არჩევნებში დამარცხების მოლოდინით არის გამოწვეული.
„არ ეკადრება ამ ქალაქს ასეთი "ბანდეროლები" რომ ჰყავს საკრებულოში. ქუთაისი არის კულტურის ერთ-ერთი აკვანი და შეეცადეთ, რომ შეეფერებოდეთ მის სახეს. ლაჩრულად, მხდალად დაესხნენ თავს, როგორც ჩვევიათ. მხოლოდ ერთ პარტიაზე თავდასხმა არ იყო, ეს იყო სახელმწიფოს და იდეალების შეურაცხყოფა. თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ამიტომ ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით. თქვენი ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით, სასტიკად მარცხდებით“, - მიმართა ვაშაძემ ოპონენტებს.
ქუთაისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამბობს, რომ მას თავს ”ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა სათინაძე დაესხა. დეპუტატის ცემაში საკრებულოს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.
გიორგი უკლება ირწმუნება, რომ მმართველი პარტია მას სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუსწორდა. უკლება ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გაღიზიანება ასევე გამოიწვია ქუთაისის მერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებამაც, როცა უკლებამ ქუთაისის მერს უვიცი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






