„ქალბატონო კანდიდატო, ვინ გითხრათ ეგ?...“ - ეკლესიის ხმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და თეოლოგების კრიტიკა „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს
პოზიცია - 19:13, 19 Sep, 2018     3112
საქართველოს ეკლესია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა განსაკუთრებული გულისწყრომა და კრიტიკა დაიმსახურა სასულიერო პირებში.

აგვისტოს ომზე გაკეთებულ მის განცხადებას (ომი ქართულმა მხარემ დაიწყო) დაემატა პრეზიდენტობის კანდიდატის დამოკიდებულება ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ერეოდეს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებს, რომ კონკორდატი მკაცრად დაიცვას და ეკლესიას სახელმწიფო საქმეებში ჩარევა შეუზღუდოს.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის ამ განცხადებას მკაცრი შეფასება მოჰყვა მაღალი სასულიერო იერარქების მხრიდან. სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები ღიად ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს და მრევლს მოუწოდებენ, კარგად დაფიქრდნენ არჩევანის გაკეთებისას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს თეოლოგი ვლადიმერ ნარსია და საპრეზიდენტო კანდიდატს შეახსენებს, რომ სეკულარიზმი არ ნიშნავს ათეიზმს და რომ საზოგადოებრივი სიკეთე ფართო დისკუსითა და კონსესუსით მიიღწევა და აქ რელიგიის გამორიცხვა დაუშვებელია.

"როგორც ჩანს, საზოგადოების (ადამიანის) “კეთილდღეობაზე“ ზრუნვას ვერ გადაეჩვია ოცნების ხელისუფლება და ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის გაბრუებით უფრო ადვილად მიიღწევა. მაგრამ, ეკლესია, რომელიც თავად ბნელსა შინა მკვიდრობს, თბილისის ცენტრში, ღამით, ლამპრებ ქვეშ ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ბოლომდე „ბნელი იგი მას ვერ ეწია“:))

საქართველოს უახლეს ისტორიაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებში „საჯილდაო ქვად“ ქცეული ხალხის ხმა შეძლო და ქოცური უვიცობით შემოატრიალო საკუთარი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ნამდვილად იმსახურებს 2012 წლის ნაცების ხელისუფლების ბედს. ვის რაში არგია, თუმცა პრემიერის აპარატში ფუნქციონირებს „რელიგიის სააგენტო“, რომლის პირდაპირი მოვალეობაა რეკომენდაციების გაცემა სახ-ეკლ ურთიერთობის საკითხებზე და ამისთვის მილიონობით ლარს ვიხდით ბიუჯეტიდან. სააგენტო კი რელიგიების კონტროლით არის დაკავებული და წარმატებით აგრძელებს საბჭოთა მემკვიდრეობას. აქეთ, სალომე ზურაბიშვილი იმუქრება, როცა პრეზიდენტი გავხდები ეკლესიას თავის ადგილზე მოვსვამ, როგორ ბედავენ ჩაერიონ ისეთ საკითხებში რაც მათი საქმე არ არისო. ქალბატონო კანდიდატო, ვინ გითხრათ ეგ? რატომ უნდა დარჩეს ეკლესია გულგრილი ქვეყანაში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების მიმართ, რომელიც გამოწვევების წინაშე აყენებს მის რელიგიურ პრინციპებს და ადამიანს, რომლის ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ბედი მისი მთავარი საზრუნავია? ვეჭვობ, ვაშაყმაძის და სუსის მსგავსად სწორად გესმოდეთ სეკულარიზმის მნიშვნელობა. თანამედროვე დემოკრატიებში დაუშვებელია რელიგიური ხმის ჩახშობა სეკულარიზმის პრინციპების მოხმობით.. სეკულარიზმი არ არის ათეიზმი. თქვენ თუ აპირებთ საჯარო სივრცე გააკონტროლოთ რელიგიისაგან, უნდა გესმოდეთ, რომ ეს თავისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს შეუქმნის საფრთხეს და ამჯერად, კიდევ ერთი საფუძველი გვექნება თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატურას ვუთხრათ უარი! დემოკრატია მხოლოდ იქ არის სადაც განსხვავებულ იდეებსა და ჯგუფებს შეუძლიათ თაანაარსებობა. საზოგადოებრივი სიკეთე ფართო დისკუსითა და კონსესუსით მიიღწევა და აქ რელიგიის გამორიცხვა დაუშვებელია. ამ პრინციპების წინააღმდეგობა ქვეყანაში შექმნის ტოტალიტარიზმის საფრთხეს და საბოლოოდ დაამსგავსებს მას პუტინის რუსეთს! რელიგიამ შეიძლება, და სწორიც არის, რომ დაკარგა შუასაუკუნეობრივი პრივილეგიები საჯარო სივრცის კონტროლზე, მაგრამ მას თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ სისტემებში არასოდეს დაუკარგავს ხმა, მათ შორის საჯარო სივრცეში, რაც დემოკრატიის მთავარი ღირებულება და პლურალიზმის მნიშვნელობის აღიარებაა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ რელიგია ვერ დარჩება საკუთარ თავში ჩაკეტილი. გამოხატვა და კომუნიკაცია მისი ბუნებაა და სწორედ ამის გათვალისწინებით, რელიგიური უფლებები საერთაშორისო სამართლით დაცულ ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საკითხთა წრეს მიეკუთნება", - წერს ვლადიმერ ნარსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42