გიორგი უკლება ირწმუნება, რომ მმართველი პარტია მას სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუსწორდა. უკლება ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გაღიზიანება ასევე გამოიწვია ქუთაისის მერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებამაც, როცა უკლებამ ქუთაისის მერს უვიცი უწოდა.
„ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩემი გაჩუმების მცდელობა, ეს ეხება როგორც ჩემ facebook სტატუსებს, ასევე საკრებულოს სხდომებზე აქტიურობას. იყო რამდენიმე სტატუსი, თუმცა ალბათ, მე ვფიქრობ, რომ წუხელ იყო კულმინაცია, როდესაც ქალაქის მერი ვამხილეთ უვიცობაში, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მას აერია ერთმანეთში იაკობ ნიკოლაძე და ნიკო ნიკოლაძე და მართლაც ეს არის ტრაგედია, როდესაც ქალაქს მერს ვერ გაურჩევია ეს ორი დიდი მოღვაწე ერთმანეთისგან,“ - განაცხადა გიორგი უკლებამ.
მომხდარის შესახებ საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეც. გიგა შუშანიას თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე ღია ძალადობაზე გადავიდა.
„ქართული ოცნება, სამწუხაროდ, გადავიდა ღია ძალადობაზე, მაშინ როდესაც ქალაქ ქუთაისის მერი, საკრებულოსა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენლობა ვერ ართმევს თავს ქალაქის მართვას, ვერ უძლებს კრიტიკას, აქედან გამომდინარე, მან დღეს ორგანიზებულად დაგეგმეს გია უკლებას წინააღმდეგ ეს ძალადობის აქტი. ეს ყველაფერი საკრებულოს სხდომიდან გასვლაც, ჩხუბი ხდებოდა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების თვალწინ და აქედან გამომდინარე, ეს იყო ორგანიზებული ქმედება,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






