გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალციხის მოსახლეობასთან განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ახალციხის თეატრში შეხვდა, ის მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია და ამომრცევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვაშაძის დაპირებებს შორისაა 400 ლარამდე გაზრდილი პენსია და 1000 ლარიანი შრომითი ანაზღაურება პედაგოგებისთვის:
„საპრეზიდენტო არჩევნები თქვენთან ერთად ჩვენთვის არის ე.წ. ქართული ოცნების, რომელიც არც ქართულია და არც ოცნება არ არის, ხელისუფებიდან ცამოცილების დასაწყისი და ჩვენ ამას გავაკეთებთ უმოკლეს დროში, გთხოვთ დაგვიდექით გვერდით, რომ ეს სახადი მოვიხადოთ ბოლოს და ბოლოს. ჩვენ დავასრულებთ დაპირისპირებას და შუღლს, არაფერი არ გვესმის გარდა ცხრა წლის, კი, 9 წელი გვქონდა ჩვენ და შეგვიძლია მოვიყვანოთ აღდგენილი და გარემონტებული უბნები, თქვენ რა გააკეთეთ? პრემიების და ხელფასების განაწილები გარდა? ჩვენ ვართ გარანტი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსია გახდება 400 ლარი და მასწავლებლის პენსია იქნება 1000 ლარი, მორატორიუმი გამოცხადდება უსამართლო კრედიტებზე, რომელიც ახრჩობს საქართველოს, მოვეხმარებით ამ კრედიტების გადახდაში 2012 წლის ლარის კურსით. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და გამყალბებელ ხელისუფლებას ვაიძულებთ დადოს შედეგი, არ მოვაპარინებთ თქვენს არჩევანს და გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






