„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას 14 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გასამართი 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო.
ამის მიზეზი იყო ის, რომ მონაწილეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის ზეწოლით შეტანილი იქნა სამხრეთ ოსეთის მხარისათვის მიუღებელი პოლიტიზირებული საკითხები. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლის ხაზით, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე. ყველაფერმა ამან სამხრეთ ოსეთის დელეგაცია აიძულა, რომ შეხვედრა დაეტოვებინა.
მიზანშეწონილია გავიხსენოთ, რომ ადრე ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო შეძერდა ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზე.
თბილისის მიერ აღებული კურსი, რომელიც IPRM-ის პოლიტიზირებას გულისხმობს , ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს, რომელიც საზღვრისპირა რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებადაა შექმნილი.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი, რომ ცხინვალი უარს არ ამბობს IPRM-ის შემდეგ შეხვედრებში მონაწილეობაზე. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდოამრეებს გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა , რათა ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“- ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






