სალომე ზურაბიშვილის მიერ სასულიერო პირების მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მამა კახაბერ გოგოტიშვილი გამოეხმაურა. დეკანოზის განცხადებით, ეკლესია არ ერევა პოლიტიკურ პროცესში, სასულიერო პირები კი აფიქსირებენ მხოლოდ საკუთარ აზრებს არსებულ საკითხთან მიმართებით:
„ის, რომ ეკლესია ერევა, ეს ტყუილია, ეკლესია არ ერევა, ისევე, როგორც მე ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო ან ამას მიეცი ხმა ან იმას მიეცი, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი, ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს, პირადად მე ნამდვილად არ ვაპირებ მას მივცე ხმა და ამის უფლეა მაქვს როგორც მოქალაქეს, არ მომწონს, თავს შევიკავებდი მიზეზების დასახელებისგან, თუმცა არ მომწონს მისი პოზიციები ომის დაწყებასთან და სხვა მრავალი, თითქოს ირღვევა კონკორდატი, ეს არ არის მართალი, ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი, ყველას აქვს უფლება გააჩნდეს თავისი აზრი და ჩვენ არ უნდა გვქონდეს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მოგვცენ. პრეზიდენტობის შემთხვევაში, მან სულ ცოტა თქვა რომ მოგვხედავს, მოგვხედავს ისე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს, ან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აგვიკრძალავს“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






