„მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია“ - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 14:30, 19 Sep, 2018     755
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად არაჯანსაღია... მაგრამ ამგვარ ვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სახელმწიფოა - ასე ეხმაურება პრეზიდეენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან დაკავშირებით გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აპირებს ეკლესიას, მეუფეებს და სხვა საულიერო პირებს ასწავლოს ჭკუა და კონსტიტუცია.

მე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ უხერხემლო და ფარისეველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პატრიარქთან კეკლუცობით პიარს იკეთებენ და მის კალთას ამოფარებულები პასუხისმგებლობას გაურბიან, განვუმარტო კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა.

მარიხუანას მოშენების თაობაზე მმართველი გუნდის უპრეცედენტო იდიოტიზმმა, რომლის საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტება მათმა კანდიდატმა თავად იკისრა, სრულიად ერი და ბერი გადარია. ხოლო კონსტიტუციაც, კონკორდატიც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ქალბატონი სალომეს ოცნებელმა თანაგუნდელებმა დააზიანეს, როდესაც ერთ დღეში ლომებიდან კურდღლებად ქცეულები საპატრიარქოს იატაკზე იტყავებდნენ მუხლებს და პირობას დებდნენ, რომ მარიხუანას კულტივირების შერჩეული მოდელი „სათნო იქნება ღვთისათვის“...

ფაქტია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად არაჯანსაღია და ორივე ინსტიტუტს სერიოზული საფრთხით ემუქრება. მაგრამ ამგვარ ვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სახელმწიფოა. არაკვალიფიციური, უპასუხისმგებლო და ფარისეველი სახელმწიფო თანამდებობის პირების სინდისზეა დღეს ეკლესიაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების უდიდესი უმრავლესობა. პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა უნდა შევწყვიტოთ საეკლესიო წრეების იმაზე წახალისება, რაც მერე აღარ მოგვწონს ხოლმე და ეკლესია როგორმე თავად მიხედავს საკუთარ პრობლემებს. ამიტომ, მომავალმა პრეზიდენტმა მეუფეებს კი არ უნდა უკითხოს საჯაროდ კონსტიტუცია და სახარება, არამედ პოლიტიკური თამაშებისგან უნდა გაათავისუფლოს ეკლესია და კანონი უნდა აქციოს სახელმწიფოში უზენაეს ძალად“ - აცხადებს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42