თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო
პოლიტიკა - 13:12, 19 Sep, 2018     503

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს მიეძღვნა.

ილია ელოშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა.

თბილისის მერის მოადგილემ მერიის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალმა რეგულაციებმა მშენებლობებზე დარღვევების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა.

„თბილისის მერია, როგორც თვითმმართველობის ორგანო, მშენებლობაზე ზედამხედველობას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მერიის ინიციატივით მომზადებული ახალი რეგულაციების მიხედვით, მიდგომები გამკაცრდა. თუ ადრე სამშენებლო ნორმების დარღვევაზე სანქცია 3000 ლარი იყო, ამჟამად, ეს ციფრი 30 000 ლარამდეა გაზრდილი. ასევე, თუ ადრე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი გაფრთხილებას იღებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა სანქციების გატარება, ახალი ცვლილებებით, დაჯარიმება და შესაბამისი სანქციების გატარება დაუყოვნებლივ ხდება. როგორც სტატისტიკა მოწმობს, გამკაცრებულმა მიდგომამ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით დარღვევების რაოდენობა გარკვეულწილად შეამცირა. რეგულაციების გამკაცრების შედეგად, სამშენებლო ობიექტებზე წარმოებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. შრომის უსაფრთხოების დაცვა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. ყველანაირად მივესალმებით იმას, რომ თბილისის მერია ჩართული იყოს ამ მნიშვნელოვან პროცესში, რადგან უსაფრთხოდ შრომის უფლება ადამიანის ძირითად უფლებებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიაა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სემინარზე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან მიმართებაში, შრომითი სტანდარტები განიხილეს და სამუშაო პირობებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი შრომასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და კანონმდებლობის შესახებ მოსაზრებების გაცვლაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42