თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:26, 19 Sep, 2018     3014

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპები წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს.

პირველი ადგილი:

გუნდი - SystemJet

პროდუქტი - SystemJet

პროდუქტი სილამაზის სალონებსა და ესთეტიკ ცენტრებს საშუალებას მისცემს გააანალიზონ საკუთარი ბიზნესი, აწარმოონ ჯავშნები მულტიფუნქციურ კალენდარში, შექმნან მომხმარებელთა ბაზა, დაეკონტაქტონ კლიენტებს SMS-ების საშუალებით პროგრამიდან გაუსვლელად, აკონტროლონ თანხების შემოდინება-გადინება, პროდუქტების მართვის სისტემა, ანალიტიკა, სტატისტიკური დიაგრამები თუ მონაცემები.

მეორე ადგილი:

გუნდი - VOBI

პროდუქტი - InvoiceWave

ეს არის ფინანსური დოკუმენტების, შემოსავლებისა და ხარჯების მართვისათვის განკუთვნილი მარტივი ხელსაწყო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ფრილანს სპეციალისტებს ინვოისირების ავტომატიზაციის საშუალებას მისცემს. პროდუქტი ადვილად მოხმარებადი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის და არ საჭიროებს სპეციალური კვალიფიკაციის მქონე ბუღალტერსა თუ ფინანსისტს.

მესამე ადგილი:

გუნდი - CONTRACTS.GE

პროდუქტი - CONTRACTS.GE

პროდუქტის დახმარებით შესაძლებელი გახდება ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი იურიდიული დოკუმენტები ადამიანი იურისტის გარეშე, კიბერ იურისტის მიერ დასმულ კითხვებზე მომხმარებლის პასუხების საფუძველზე, რამდენიმე წუთში მომზადდეს.

პროექტის მთავარმა პარტნიორმა - ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) - გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი 15 000 ლარით დააჯილდოვა.

„EFSE ძალიან ამაყია, რომ ფინანსურად დააჯილდოვა და მხარს უჭერს იმ ახალგაზრდა, ინოვაციურ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართულ სამეწარმეო სფეროში. თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს მუდმივად უდგას მხარში ფინანსურთან ერთად არაფინანსური სერვისებით. ეს მიდგომა კი თანხვედრაშია EFSE-ს მისიასთან - გაზარდოს რეგიონში მეწარმეების ცნობიერება და ადგილობრივი ბიზნესების შესაძლებლოები. გამარჯვებული პროდუქტები სხვადასხვა ბიზნესებს დროისა და ფულის დაზოგვაში დაეხმარებიან. ჩვენი მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა მათ არა მარტო ხელმისაწვდომს, არამედ ადგილობრივი ბიზნესების საჭიროებებთან კიდევ უფრო ადაპტირებულს ხდის." - მარკუს აშენდორფი, EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის თავმჯდომარე.

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე - Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებს ბიზნესებთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და აღმოაჩინონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა - კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროდუქტებთან ერთად, თიბისი ბანკმა აუდიტორიას ბიზნესკლიენტებისათვის განახლებული ინტერნეტბანკი წარუდგინა.

თანამედროვე ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისი ინტერნეტბანკი იურიდიულ პირებს გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე მომხმარებელზე უკეთ მორგებულ, სწრაფ და გამარტივებულ ინტერფეისს, მარტივად ნავიგაციისა და ძებნის უნივერსალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის თითოეულ ეტაპზე თიბისი ბანკის ბიზნესკლიენტები თავად იყვნენ ჩართულები და ინტერნეტბანკი მათი რჩევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განახლდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42