დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - ოპოზიციამ თავმჯდომარეს გადადგომა მოსთხოვა
პოლიტიკა - 10:26, 19 Sep, 2018     1041
გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი - მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა.


ოპოზიციის განცხადებით, მას შემდეგ რაც გავრცელდა ჩანაწერი ზუგდიდის მერისა და ვიცე-მერის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ, თანამდებობიდან უნდა გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც, რადგან მას ზუგდიდის მერის ყველა გადაწყვეტილება გაჰქონდა საკრებულოზე და უპირობოდ უჭერდა მხარს.

„ქალაქის ყოფილი მერი, რომელსაც ამხელა ჩანაწერები გამოუქვეყნეს და მთელმა საქართველომ ნახა, მაინც დარჩა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და დღეს უმრავლესობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ იღებს. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უშუალოდ მამუკა წოწერიამაც, რადგან მან ყველა ეს გადაწყვეტილება გამოიტანა საკრებულოზე და უპირობოდ უჭერდა მხარს.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას განცხადებით, უნდაა გადადგეს არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ მთელი გუნდი.

„ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აეღო ქართულ ოცნებას, მივიღეთ პრაქტიკულად ქართული ოცნების გადაჯგუფება სხვადასხვა მხარეს, იმისათვის, რომ მოსახლეობას აუხვიონ თვალი, ვითომ მერი გადადგა, დატოვა მისი მოადგილე, თვითონ პარტიას უხელმძღვანელებს და გვაქვს პატარა ბიძინას და ბახტაძის სცენარი ზუგდიდში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმის მიმართ რაც მოხდა და ეს არის საზოგადოების დაცინვა.“ - განაცხადა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით კი გამოძიების შედეგების დასრულებამდე ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბარი ნაადრევია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42